მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი

დღეს “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სოფელ ერგნეთსა და შინდისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კოჟორიძე წარუდგინა.

მოსახლეობას "ლელოს" ლიდერებმა პარტიის ახალი პროგრამა - ლელოს “ახალი მარშალის გეგმა”, კონკრეტული ეკონომიკური განვითარების ხედვა წარუდგინეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ლელო” აგრძელებს "ახალი მარშალის გეგმის" საჯარო განხილვებს ქალაქებსა და სოფლებში.

პარტიის დამფუძნებელმა მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ “ლელო” არის იდეა, არის მიზანი და “ლელო” არის საქართველო, რომელშიც ადამიანები გაერთიანდნენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

“ამ საქმეში მინდა, რომ მთელი ჩემი ჯანი, მთელი ჩემი ცოდნა ჩავდო, რომელსაც ქვეყნის გამოყვანა ჰქვია იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვართ. არ მინდა, კიდევ დავამძიმო სიტუაცია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, სად ვდგავართ, თუმცა, ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც 8 წლის განმავლობაში ერთ სრულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ გაზრდილა, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სამი მილიონ შვიდასი ათასი მაცხოვრებლიდან 450 000 არის სოციალურად დაუცველი. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც საერთაშორისო კვლევით ორი კვირის წინ 77 000 ბავშვი კიდევ შიმშილობს და საიდანაც მილიონ ნახევარი ადამიანი არის გასული. არ დარჩენილა ოჯახი, რომ ვიღაც უცხოეთში არ იყოს წასული. მძიმე შრომით რიცხავენ თანხებს, რითიც ვარსებობთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არათუ გეგმა ვერ ვნახეთ ბოლო წლებში, არამედ იმედიანი დაპირებაც აბსურდად გადაგვიქციეს. დავდივარ მთელ საქართველოში ჩემს მეგობრებთან ერთად და მესმის ყველგან სიტყვები - “მაინც არაფერი არ შეიცვლება”. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანები გაეღატაკებინა. მოსახლეობას აშინებენ, თუ ისინი ჩვენი პარტიის გვერდით მოინდომებენ დადგომას. ასეთი რამ აღარ უნდა არსებობდეს, ქართველი ერი არის ბრძენი ერი და აქვს მოთმინების უნარი, მაგრამ არის დრო და პერიოდები, როდესაც უნდა ვთქვათ - საკმარისია, ახალი ცხოვრება იწყება ახლა! ამ ახალი ცხოვრებისა და არჩევნების თავში იდგება “ლელო”, - აცხადებს ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, ქართველ ერს ბევრჯერ გასჭირვებია, მაგრამ არ დაუჩოქია. დადგა მომენტი, რომ წელში გავიმართოთ და ერთმანეთს ვუთხრათ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი და პოტენციალი იმისთვის, რომ ავაშენოთ საუკეთესო მომავალი ჩვენი შვილებისთვის.

“თუ უარს არ ვიტყვით წარსულზე, არა ისტორიულ, არამედ იმ ცუდ წარსულზე, რომელიც თავს მოგვახვიეს, მხოლოდ ესაა გამოსავალი. თუ ახალ ძალას არ დავუჭერთ მხარს, ვიქნებით ვიღაცის ხელის შემყურე. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი უნიკალური ლელოს “მარშალის გეგმით” 4 წელიწადში სრულიად გარდავქმნით ქვეყანას, მის ეკონომიკას, შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას და ამაზე არცერთ პარტიას არ უზრუნია აქამდე. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დადგა დრო სერიოზული ცვლილების დრო ამ ქვეყანაში, ვფიცავ ამ ადგილას, ჩვენს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ქვეყნის წარმატებისთვის, რომ დავადგეთ სიყვარულის და გამარჯვების გზას”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ამასთან, “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კოჟორიძემ წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქვეყნაში ბევრი რამაა გასაკეთებელი, ხოლო საქმის ომი ყველაზე კარგად იცის “ლელომ".

“მე ვარ ამაყი, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ჩემს ოლქში ვაპირებ ორი მიმართულებით მუშაობას. პირველია რეგიონის გაძლიერება, წყალი, ინტერნეტი, გზები. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აწუხებს და რომელიც უნდა მოვაგვაროთ. “ლელოს” გეგმით, რეგიონის ფული დარჩება რეგიონს. მეორე მიმართულებაა რეფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით”, - განაცხადა კოჟორიძემ.

ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა