დონალდ ტრამპმა საავადმყოფო ცოტა ხნით დატოვა და მხარდამჭერებს მიესალმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “უოლტერ რიდის” საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და საავადმყოფოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს ავტომობილიდან მიესალმა.

საავადმყოფოს დატოვებამდე მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის შესახებ ბევრი რამ შეიტყო.

„კოვიდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერესო რამაა,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, გუშინ ექიმებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უმჯობესდებოდა და შესაძლო იყო ის საავადმყოფოდან ორშაბათს გაეწერათ. თუმცა, განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ექიმმა შონ კონლიმ. მისი თქმით, პარასკევს პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, დიაგნოზის დასმის შემდეგ კი სისხლში ჟანგბადის დონე ორჯერ დაეცა - ერთხელ 94%, მეორედ კი 93%-ს ჩამოსცდა. ექიმმა კონლიმ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს 1 საათის განმავლობაში ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ და სამკურნალოდ დექსამეტაზონის გამოყენების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა