სენაკის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

“გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 11 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

აღნიშნულ სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანებები და მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

სამუშაოები წყალმომარაგების დაზიანებული ქსელის ახლით ჩანაცვლებასა და აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

პროექტის დასრულების შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების დაახლოებით 1000-მდე მცხოვრები გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა