აჭარის Covid კლინიკებში 474 პაციენტი მკურნალობს, აქედან 16 არასრულწლოვანი, 20 კი ორსულია

აჭარაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 355 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

უწყების ცნობით, აჭარის Covid კლინიკებში 474 პაციენტი მკურნალობს, აქედან 16 არასრულწლოვანი და 20 ორსულია.

„რეანიმაციაში მოთავსებულია 24 პაციენტი, თავისუფალი საწოლები კი 40 არის. Covid სასტუმროებში 861 პაციენტია, მათ შორის 82 არასრულწლოვანი.

აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.

კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარანტინო სივრცე",- განაცხადეს უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა