კორონავირუსის გამო, ქუთაისში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან, 44 იმერეთში გამოვლინდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ასევე ვირუსი დაუდასტურდა, მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს, რის გამო, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

„ახალი კლასტერებიც არის, მაგრამ მასიურად გავრცელება არსადაა. ასევე ინფიცირებული არიან ბავშვებიც, რის გამოც ქუთაისში ორი სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ბავშვები და მასწავლებლები კი თვითიზოლაციაში. ასევე, ვირუსი დაუდასტურდა მერიის თანამშრომელს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს