„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს

„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს.

როგორც ტიტე აროშიძე ჟურალისტებთან აცხადებს, მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და თავად პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფება.

მისი განცხადებით, ლაბორატორიული კვლევა ჩაიტარა და ტესტის პასუხი უარყოფითია.

„კორონავირუსის დამახასითებელი სიმპტომების გამო, ჩემ შვილს კვლევა ჩაუტარდა, მას ერთი კვირის წინ ტემპერატურა დაუფიქსირდა.

ბოლო პერიოდში ოჯახისგან დისტანციურად ვიმყოფებოდი. კორონავირუსზე კვლევა მეც და ჩემმა მეუღლემაც ჩაიტარა, არცერთს არ დაგვიფიქსირდა. ჩემს შვილს რაც შეეხება, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ბავშვი ბინაზე მკურნალობს ექიმის მეთვალყურეობით.

მე და რესან კონცელიძე პერიოდულად ტესტებს ვიტარებთ, რადგან ჩვენს ამომრჩევლებთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და მათ წინაშე პასუხსიმგებლობა გვაქვს",- აცხადებს აროშიძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა