მამუკა ხაზარაძე - ჩვენ შევძლებთ ისეთი კოალიციის ფორმირებას, სადაც „ლელო“ იქნება წარმმართველი - ივანიშვილის და სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ დავუჭერთ

ჩვენ შევძლებთ ფორმირებას ისეთი კოალიციის, სადაც „ლელო“ იქნება წარმმართველი ძალა და აქვე გეტყვით, რომ არც ბიძინა ივანიშვილის და არც მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ახალი ძალები იქნება წარმოდგენილი და სწორედ ეს იქნება შანსი მრავალპარტიულობის.

„მთავრობა აუცილებლად კოალიციური იქნება, ჩვენ ვიქნებით კოალიციის წამმართველი ძალა აუცილებლად და ვისთან შევქმნით კოალიციას, გეტყვით რომ ეს იქნება პროდასავლური ძალები, მაგრამ კონკრეტულად ვისთან იქნება ამას არჩევნების შემდეგ მოგახსენებთ. დღეს ამაზე საუბარი პოლიტიკურად არ არის სწორი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „ლელო“ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა