ოკუპირებული აფხაზეთი სირიაში ე.წ. საელჩოს ხსნის

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონი სირიაში 6 ოქტომბერს ე.წ. საელჩოს ხსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „საელჩოს“ გახსნასთან დაკავშირებით დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გუშინ ე.წ. „დელეგაცია“ ჩავიდა, რომლის წევრებიც სირიის მთავრობის წარმომადგენლებთან „ორმხრივ შეხვედრებს“ გამართავენ.

ცნობისათვის, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა