აზერბაიჯანის ელჩი თბილისის შეთავაზებაზე - თუ სომხეთი თანახმა იქნება, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაიყვანოს თავისი ძალები, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, თუ არა - არ დავთანხმდებით

აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში ფაიგ გულიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმია იბრძვის სამშობლოს გასათავისუფლებლად თავისივე მიწაზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ არის აღიარებული.

როგორც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის ელჩი აცხადებს, სომხეთმა სამხედრო ავანტიურის გზა აირჩია.

„მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის მიზეზი სომხეთის მორიგი მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული პროვოკაცია გახდა. 27 სექტემბერს დაახლოებით დილის 6 საათზე, თითქმის 30 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, მძიმე ტექნიკით მასირებული ცეცხლი გახსნეს, თან არა მარტო სამხედრო პოზიციებზე, არამედ ესროლეს აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობასაც. სომხეთი უკვე 30-ე წელია აზერბაიჯანის საწინააღმდეგო აგრესიულ და საოკუპაციო პოლიტიკას ატარებს, რაც გამოიხატება აზერბაიჯანელი მოსახლეობის სრულ ეთნიკურ წმენდაში როგორც თავიანთ ტერიტორიაზე, ასევე აზერბაიჯანის მიწაზე. ამ ქვეყნის როგორც წინა, ასევე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენა მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა, მუდმივად ცდილობდა ეს მექანიზმი გამოეყენებინა სტატუსკვოს გასამყარებლად, რაც ოკუპაციაზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, ბოლო წლებში ოფიციალური ერევნის განცხადებების პათოსში მუდმივად იგრძნობოდა, რომ "ყარაბაღი­ სომხეთია". ეს განწყობა იკითხებოდა მათ შეიარაღებულ პროვოკაციებში, თუნდაც მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში, რითაც, ფაქტობრივად, მოლაპარაკების შესაძლებლობის ყველანაირი სივრცე დაანგრიეს. სამწუხაროდ, სომხეთის დესტრუქციული ქმედებების გამო გრძელ-ვადიანმა მოლაპარაკებამ ნაყოფი არ გამოიღო, ფაქტობრივად, მან ყველაფერი გააკეთა მარცხისთვის. ერევანში არ გაითვალისწინეს საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრი, უგულებელყვეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნები. მეტიც, ეს ქვეყანა მუდმივად მიმართავდა შეიარაღებულ პროვოკაციებს და ცეცხლს უხსნიდა მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ყოველივე ეს მოწმობს, რომ სამართლიანობის აღდგენის ჟამი დადგა.

„სომხეთის საოკუპაციო ფორმირებებმა უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია. თუ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება არ სურთ, ეს ნებაყოფლობით უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აიძულებენ. რაც შეეხება ყარაბაღის დამოუკიდებლობას, შეუძლებელია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის დამოუკიდებლობას აღიარებდე და თან ამბობდე, რომ ის შენი ქვეყნის ნაწილია. როგორც უნდა იყოს, ახლა აგრესორი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისგან საკადრის პასუხს იღებს. ამასთან, გეტყვით, რომ გარე აქტორების შეიარაღებ¬ული ძალების ჩარევის შესაძლებლობა არ განიხილება. მით უფრო, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ამაზე საუბარი უადგილოა“, - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეთავაზებას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებისთვის თბილისში შეხვედრის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ელჩი პასუხობს, რომ თუ სომხეთი თანახმა იქნება, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ნებაყოფლობით გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები, მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის მზადაა.

„თუმცა ისეთი შინაარსის მოლაპარაკებას, რომელიც ოკუპაციის გაგრძელების სურვილით ინიღბება, ჩვენ არ დავთანხმდებით. ეს არის აზერბაიჯანელი ხალხის ნება და ასეთია სახელმწიფოს პოზიცია“, - განაცხადა ფაიგ გულიევმა ინტერვიუში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს