შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი - ადგილი, საიდანაც კომბინატის დასახლებას სასმელი წყალი მიეწოდება, აბსოლუტურად დაცულია, თუმცა, სინჯები მაინც აიღეს

ადგილი, საიდანაც კომბინატის დასახლებას სასმელი წყალი მიეწოდება, აბსოლუტურად დაცულია, თუმცა, სინჯების აღება მაინც მოხდა - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თითქოს, სათავე-ნაგებობის ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეში იპოვეს, რაც შესაძლოა, ინტოქსიკაციის წყარო გახდა, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ აღნიშნული არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.

„ადგილი, სათავე ნაგებობა, რომელიც მდებარეობს ვარიანში და უზრუნველყოფს კომბინატის დასახლების სასმელი წყლით მომარაგებას, აბსოლუტურად დაცულია, ამ ადგილს ჰყავს დარაჯიც და ტერიტორიაზე პირუტყვის შესვლა, ან წყლის გამანაწილებელ რეზერვუარებთან მოხვედრა შეუძლებელია. ვვარაუდობთ, რომ მოზრდების ინტოქსიკაციასთან წყალი კავშირში არ არის, თუმცა, ბუნებრივია, უკვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და წყლის კომპანიის მიერ აღებულია სინჯები“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 1-დან 14 წლამდე ასაკის 48 მოზარდს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ყველა პაციენტი გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრებია.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი - ადგილი, საიდანაც კომბინატის დასახლებას სასმელი წყალი მიეწოდება, აბსოლუტურად დაცულია, თუმცა, სინჯები მაინც აიღეს

ადგილი, საიდანაც კომბინატის დასახლებას სასმელი წყალი მიეწოდება, აბსოლუტურად დაცულია, თუმცა, სინჯების აღება მაინც მოხდა - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თითქოს, სათავე-ნაგებობის ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეში იპოვეს, რაც შესაძლოა, ინტოქსიკაციის წყარო გახდა, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ აღნიშნული არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.

„ადგილი, სათავე ნაგებობა, რომელიც მდებარეობს ვარიანში და უზრუნველყოფს კომბინატის დასახლების სასმელი წყლით მომარაგებას, აბსოლუტურად დაცულია, ამ ადგილს ჰყავს დარაჯიც და ტერიტორიაზე პირუტყვის შესვლა, ან წყლის გამანაწილებელ რეზერვუარებთან მოხვედრა შეუძლებელია. ვვარაუდობთ, რომ მოზრდების ინტოქსიკაციასთან წყალი კავშირში არ არის, თუმცა, ბუნებრივია, უკვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და წყლის კომპანიის მიერ აღებულია სინჯები“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 1-დან 14 წლამდე ასაკის 48 მოზარდს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ყველა პაციენტი გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრებია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია