ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ორპირში მცხოვრებ ერთი ოჯახის ოთხ წევრს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს, რომლებიც ორპირის საჯარო სკოლის პირველი და მეხუთე კლასის მოსწავლეები არიან.

ორპირის საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა ბერეკაშვილმა „ინტრპრესნიუსს“ განუცხადა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი კორონავირუსის დაფიქსირების გამო შეწყდა.

„მივიღეთ წერილი ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან, რომ ჩვენი სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათან შეთანხმებით სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს ბავშვების და მასწავლებლების ტესტირება, ინფიცირებულებთან კონტაქტების დადგენა. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენადიციების სრული დაცვით მიმდინარეობდა“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა