სერგი კაპანაძე - მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას, დართოს ნება ტელეკომპანიებს, რომ ჩვენი კლიპი იყოს გაშვებული

„ევროპული საქართველოს“ კლიპი „მთავარს“ და „იმედს“ ჯერ არ განუთავსებია, მივმართავთ მარეგულირებელ კომისისას, უმოკლეს ვადაში გააკეთოს განმარტება და დართონ ნება კლიპის გაშვებაზე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე პარტიის საარჩევნო კლიპზე საუბრისას განაცხადა.

კაპანაძის თქმით, კლიპში ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ორ ტელეკომპანიას, „იმედსა“ და „მთავარს“ ჯერ არ განუთავსებიათ.

„რამდენიმე დღის წინ „ევროპულმა საქართველომ“ გაუშვა წინასაარჩევნო კლიპი, რომელშიც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა და ჭაობში ტოვებს საქართველოს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სააკაშვილი ასევე არის ჩვენთვის მიუღებელი არჩევანი.

ეს კლიპი რამდენიმე ტელევიზიამ უკვე განათავსა ეთერში, თუმცა ჯერ კიდევ არ განუთავსებია ორ ტელევიზიას, „მთავარს“ და „იმედს“. ჩვენ ვიცით, რომ მიზეზი, რის გამოც „მთავარმა“ არ განათავსა არის მარეგულირებელი კომისიის აქამდე არსებული პრაქტიკა და გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს ისეთი ტიპის კლიპების განთავსებას, რომელშიც ფიგურირებს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ბუნებრივია, ეს არის განსაკუთრებული ვითარება, რადგან ბატონი სააკაშვილი არის ნომინირებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას, რომელსაც ასევე მიმართა ტელეკომპანია „მთავარმა“, რომ უმოკლეს ვადაში გააკეთოს საღი აზრის ფარგლებში ერთადერთი სწორი განმარტება და ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხზე შეიძლება არსებობდეს და დართოს ნება, რომ ეს კლიპი იყოს გაშვებული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მათი მხრიდან სერიოზული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელსაც სურს კონკრეტული გზავნილი მიიტანოს მოსახლეობამდე“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ

ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა