„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი - წყალტუბოში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს ხვდებიან, რაც არის დარღვევა

წყალტუბოში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის წევრებს ხვდებიან, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თორნიკე ართქმელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კანონდარღვევა, რადგან კომისიის წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები.

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში იკრიბებოდნენ საარჩევნო კომისიის და “ქართული ოცნების” წევრები ერთად. ჩვენ ახლა ვართ ადგილზე, თავიდან ტრენერმა გვითხრა და დაგვიდასტურა, რომ პარტიული ღონისძიება არისო და შემდეგ თქვეს, რომ პარტიული ღონისძიება კი არა უბრალოდ, ქეიფობდნენ. ეს არის თავიდან ბოლომდე დარღვევა, რადგან კომისიის წევრებს ევალებათ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები და არ უნდა ესწრებოდნენ პარტიულ ღონისძიებას, სადაც საარჩევნო საკითხები განიხილება”, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

ართქმელაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა