შალვა კერესელიძე დუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში, "ქართული ოცნების" მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე დუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

შალვა კერესელიძემ დუშეთის მცხოვრებლებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქალაქში სრული რეაბილიტაცია უტარდება ისტორიულ პირველ საჯარო სკოლას, მიმდინარობს დუშეთის ძველი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, შენდება სპორტული კომპლექსი, სრული რეაბილიტაცია უტარდება სამივე საბავშვო ბაღს, წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

„თბილი და სასიამოვნო შეხვედრა მქონდა დუშელებთან. მე მათ ჩემი ხედვები გავაცანი, თუ როგორ ვხედავ ქალაქის განვითარებას სამომავლოდ. დაგეგმილი გვაქვს, არაერთი პროექტი. ნაწილი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის, ნაწილიც კი სამომავლოდ განხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. დიდ მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დამაფასა და ჩემთან შესახვედრად მოვიდა. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ წარმატებული საქართველოს მშენებლობას“, -განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბიურო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს