რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში კორონავირუსი მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც მისი თანაკლასელები და პედაგოგები თვითიზოლაციაში გადავიდნენ

რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირების 5 დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი საჯარო სკოლის პირველკლასელია. კორონავირუსი რუსთავის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ კლასში, სადაც ინფიცირებული ბავშვი სწავლობდა დროებით შეწყდა სასწავლო პროცესი, მისი 27 თანაკლასელი და 2 პედაგოგი კი იზოლაციაში იმყოფება.

,,გვქონდა ორი საეჭვო შემთხვევა, სადაც გვქონდა ვარაუდი, რომ სკოლის მოსწავლე შეიძლება ყოფილიყო დაინფიცირებული. ორივე დადასტურებულ შემთხვევასთან - ოჯახის წევრთან კონტაქტები იყო. ერთ შემთხვევაში #4-ე სკოლაში არ დადასტურდა, ბავშვი, რომელიც ხუთშაბათს და პარასკევს იყო სკოლაში, ის იზოლაციაშია გადაყვანილი, როგორც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი, სკოლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და თავისუფლად შეუძლიათ ბავშვებმა წესებისა და რეკომენდაციების დაცვით გააგრძელონ სწავლა და მშობლებსაც შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

მეორე შემთხვევაში, სამწუხაროდ სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის დაცული, დღეს გახლდით სკოლაში და ჩვენი თვალით ვნახეთ, რადგან პატარები არიან და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევას და გადაადგილებას, მივიჩნიეთ მიზანშეწონილად, რომ ეს კლასი გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე და იზოლაციაში. ამ პერიოდში განხორციელდება მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა ყოველდღიურად, ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა დაექვემდებარება შესაბამის კვლევას. სკოლა მუშავდება დღეში რამდენჯერმე, როგორც საკლასო ოთახები, ასევე დერეფნები, ამის მიუხედავად მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ სპეციალისტების ჯგუფი ჩაატარებს გენერალურ დეზინფექციას. მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ აბსოლტურად კონტროლდება სიტუაცია, უსაფრთხოა სწავლა, თუმცა მშობელს მინიჭებული აქვს უფლება მოითხოვოს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა