ბესიკ დანელია პროკურატურას მოუწოდებს, გორში სასმელი წყლით ადამიანების მოწამვლის ფაქტზე მყისიერად აღძრას სისხლის სამართლის საქმე

„ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის ბესო დანელიას განცხადებით, გორში სასმელი წყლით ადამიანების მოწამვლის ფაქტი ადასტურებს, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება საფრთხის ქვეშ აყენებს მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ბესიკ დანელია პროკურატურას მოუწოდებს, პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

„გორში ასობით სკოლის მოსწავლე, ასობით არასრულწლოვანი და ზრდასრული ადამიანია გადაყვანილი სტაციონარებში ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების გამო. გორის მოსახლეობა მასიურად იწამლება სასმელი წყლით და ამ დრომდე არავითარი ქმედებები და პრევენციული ღონისძიებები არ არის გატარებული. სამედიცინო დაწესებულებები მოწამლულთა მიღებას ვეღარ აუდიან. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური ვითარების და პანდემიური მდგომარეობის ფონზე ჩვენი მოქალაქეების მასიურად სასმელი წყლით მოწამვლა კიდევ ერთხელ ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ ასეთი არაეფექტური, არაპროფესიონალი, უუნარო და დანაშაულებრივი ხელისუფლება, მისი უშინაარსო პოლიტიკით დღითიდღე აუტანელს ხდის საქართველოს მოქალაქეების ყოფას და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებ გენერალურ პროკურატურას, მყისიერად დაიწყოს მოკვლევა და პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო!“, -აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ დანელია.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა