სამედიცინო ცენტრი „იავნანა“ გორში მოზარდების ინტოქსიკაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ კლინიკის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, 3-4 ოქტომბერს, ინტოქსიკაციის სიმპტომებით მომართა 48 პაციენტმა. პაციენტების ასაკი 1-დან 16 წლამდეა. აღნიშნული მოზარდებიდან 16 მოთავსდა სტაციონარში, დანარჩენ 32 ბავშვს კი გაეწია შესაბამისი მომსახურება და ყველა მათგანმა დატოვა კლინიკა. რაც შეეხება სტაციონარში მოთავსებულებს, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის, ძირითადად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება 5 ოქტომბერს, დღეს, 16:00 საათის მონაცემებით, ინტოქსიკაციის სიმპტომებით ,,იავნანას“ 18-მა პაციენტმა მომართა, მათგან მხოლოდ 1 მოთავსდა სტაციონარში, 17 მოზარდს კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება, მათგან 12-მა კლინიკა უკვე დატოვა.

მთლიანობაში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ პედიატრიულ განყოფილებაში, 16:00 საათის მონაცემებით, ბაქტერიული გასტროენტერიტით მოთავსებულია 17 პაციენტი, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა