ზვიად შალამბერიძე - სწორედ პედაგოგები ქმნით საფუძველს, რაზეც შემდეგ წარმატებული და საამაყო ადამიანები იზრდებიან და ყალიბდებიან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი იმერეთის მასშტაბით მცხოვრებ მასწავლებლებს, ვულოცავ პროფესიულ დღეს. თქვენ ემსახურებით ძალიან საპასუხისმგებლო და ღირსეულ საქმეს, რასაც მომავალი თაობის კარგად აღზრდა ქვია, ძალისხმევას არ იშურებთ, რომ თითოეულ მათგანს გადასცეთ ცოდნა და პიროვნული ღირებულებები სწორად დაანახოთ. თქვენ ქმნით საფუძველს, რაზეც შემდეგ წარმატებული და საამაყო ადამიანები იზრდებიან და ყალიბდებიან.

პედაგოგის საქმიანობა ისედაც რთულია და პანდემიამ ეს კიდევ უფრო გაართულა, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა თქვენ ამ გამოწვევასაც წარმატებით გაართვით თავი და შეუფერხებლად აგრძელებთ საქმეს.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, წარმატებებს და თქვენი გაწეული შრომის კიდევ უფრო მეტად დაფასებას გისურვებთ, როგორც თქვენივე აღზრდილებისგან, ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან, რადგან თქვენი ღვაწლი იმსახურებს ამას", - აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის მილოცვაში.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა