ევროკავშირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზე - სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას - ეს დაკარგული შესაძლებლობაა, რომ საზოგადოებაში მეტი ნდობა შექმნილიყო პროცესის მიმართ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

„30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვას. ევროკავშირმა და სხვა მნიშვნელოვანმა დამკვირვებლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას ამ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელიც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს დაკარგული შესაძლებლობაა, რომ საზოგადოებაში მეტი ნდობა შექმნილიყო ამ პროცესის მიმართ.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს, ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელის, რომ საქართველო შემდგომ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შერჩევის პროცესის წესებს.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება