ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთ-ერთი 1947 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში 23 სექტემბრიდან მკურნალობდა. გარდაცვლილს გულისა და ფილტვის მძიმე თანმხლები დაავადებები აწუხებდა.

მეორე პაციენტი, 64 წლის მამაკაცი, 5 ოქტომბერს, გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 1 765 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 640 და დაღუპულია 15 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო