ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გაავრცელა.
„გასულ სამშაბათს მე შეხვედრას ვესწრებოდი, რომლის ერთ-ერთ მონაწილესაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის გამო თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი. კორონავირუსის ტესტის გაკეთების შემდეგ პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა“, - წერს ლაიენი.
აღსანიშნავია, რომ გასული კვირის სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტი ლისაბონში იმყოფებოდა, სადაც პორტუგალიელ მაღალჩინოსნებს შეხვდა.