ბიძინა კულუმბეგოვი - ბათუმში შეზღუდვების გააქტიურება, თუნდაც კარანტინის გამოცხადება, არ უნდა დაგვიანდეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბათუმში შეზღუდვების გააქტიურება არ უნდა დაგვიანდეს. აღნიშნულის შესახებ იმუნოლოგმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, მიუხედავად კორონავირუსის მზარდი სტატისტიკისა, ბათუმიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ადამიანების მობილობა არ წყდება, რაც სხვა ქალაქებში ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნის.

„დამშვიდების საშუალებას ის სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, არ იძლევა. მაშინებს ის, რომ არ მივიდეთ იმ ზომამდე, როცა სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე დავდგებით თუნდაც, ბათუმის პირობებში. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამის რისკი ნაკლებად გვემუქრება. ჩვენ ვხედავთ, როგორი დისპროპორციულია შემთხვევების განაწილება, მე მაინც მგონია, რომ ამ შეზღუდვების გააქტიურება, განსაკუთრებით, ბათუმთან მიმართებაში ალბათ, არ უნდა დაგვიანდეს, დროულად უნდა იყოს მიღებული, თუნდაც, კარანტინის გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოველდღიურად შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მზარდია, ეს ადამიანები მობილობას აგრძელებენ, ისინი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ამიტომ ძალიან დიდი შანსია და რისკი, რომ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, შიდა საზოგადოებრივი გავრცელების მასშტაბებს ხელი შეუწყოს შიდა ექსპორტმა. ამიტომ, ვფიქრობ, მთავრობამ არ უნდა დააყოვნოს ძალიან და ალბათ, ჯობს, გამკაცრდეს, კონტროლზე ავიყვანოთ სიტუაცია“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტელეწამყვანის კითხვაზე, ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღებას ხელს ხომ არ უშლის თუნდაც, წინასაარჩევნო პერიოდი, იმუნოლოგი პასუხობს, რომ აღნიშნულის ქვეტექსტი არ იცის.

„მე ექიმი ვარ, ამას ქვეტექსტი რა უდევს, ნამდვილად არ ვიცი, მე მხოლოდ ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ, ალბათ, ჯობს იქ ხისტად მიღებული გადაწყვეტილება, რათა ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება არ მოხდეს. შესაძლოა, ეს საკითხები აწონ-დაწონვადია და ხვალ, ზეგ გახდეს ამის აუცილებლობა, ეს ინფორმაცია არ მაქვს, ჩემი დამოუკიდებელი, როგორც ერთი ექიმის აზრი გავაჟღერე. შესაძლებელია, ვთქვათ, არჩევნების საკითხსაც ითვალისწინებენ, აქ არცერთი თემის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩაკეტვა საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის და მთელი რიგი ფაქტორები იქნება, მაგრამ ვიმეორებ, შეზღუდვები წესდება და მკაცრდება, როცა საწოლების რაოდენობა რეანიმაციებში ამოიწურება, იხსნება მაშინ, როცა ეს საწოლები ცარიელდება. ალბათ, არ არის ამ ზღვართან, მაგრამ მე მეშინია შიდა ექსპორტი არ მოხდეს და ადამიანების მობილობა აჭარიდან აქეთ მხარეს. თბილისში ინფექციის მასობრივი გავრცელება რთულ მასშტაბებს მიიღებს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა