ბორჯომსა და ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბორჯომსა და ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

დეზინფექცია ჩაუტარდა სავაჭრო ცენტრების, ბანკებისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე სკვერებსა და ავტობუსის მოსაცდელებს. მოირეცხა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

რაც შეეხება დაბა ბაკურიანს, მერიის დასუფთავების სამსახურმა სადეზინფექციო სამუშაოები სასტუმროების, საკარანტინე ზონებისა და სავაჭრო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩაატარა.

,,შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახური ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველკვირეულ რეჟიმში ატარებს. სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და მათ გარე სივრცეებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა