აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - რეანიმაციაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი, თავისუფალი საწოლები 58-ს შეადგენს

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 209 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა.

უწყების ცნობით აჭარაში კოვიდ კლინიკებში მკურნალობას 470 პაციენტი გადის, აქედან 19 არასრულწლოვანია და 20 ორსული.

„რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლები არის -58. Covid სასტუმროებში 943 პირია მოთავსებული, აქედან 92 არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი)“, - აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა 58-ს შეადგენს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს