ბოლო 24 საათში, გორში, კლინიკა „იავნანას“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით 53-მა პაციენტმა მიმართა

ბოლო 24 საათში, გორში, კლინიკა „იავნანას“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით 53-მა პაციენტმა მიმართა. ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოზარდები არიან როგორც კომბინატის დასახლებიდან, ასევე, ქალაქის სხვა უბნებიდან და სოფლებიდანაც.

ლაზარაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა დამატებითი გართულებები.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, გუშინ დილის 10 საათიდან ამ დრომდე, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ს 53-მა პაციენტმა მომართა, მათგან ნაწილს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე, ნაწილი კი, „იავნანა“-ს პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პაციენტები დიდი ნაწილი შემოსულია კომბინატის დასახლებიდან, ასევე, არიან მოზარდები ქალაქის სხვა უბნებიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც.

ამ დროისთვის, კლინიკის სტაციონარში ბაქტერიული გასტროენტერიტის დიაგნოზით, 26 პაციენტი რჩება. არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა დამატებითი გართულებები. ყველა პაციენტის შემთხვევაში მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძმისაა“, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

შეგახსნებთ, რომ გასული სამი დღის განმავლობაში, ,,გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში ინტოქსიკაციის სიმპტომებით მოზარდები შეიყვანეს. არაოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზად წყლის დაბინძურება სახელდებოდა, თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

იხილეთ ვიდეო: გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით, კლინიკას კიდევ 53 არასრულწლოვანმა პაციენტმა მიმართა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს