ფოთში 3 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 3 ფოთში გამოვლინდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, სამივე ინფიცირებული ექთანია და მათ ,,კოვიდ 19“ გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდათ.

„სამი ექთნის პასუხი დადებითია. ორი ფოთელია, ერთი სუფსიდან არის. სამივე უსიმპტომოა და გადაყვანილია თვითიზოლაციაში. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. ამჟამად გვყავს 19 კოვიდპაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“- განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ფოთში 3 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა