აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები. ასევე, ინტენსიურად მუშავდება ბანკები, სავაჭრო ობიექტები, აფთიაქები, მისასვლელები და ტროტუარები.

,,მერიის მობილური ჯგუფები მოხალისეებთან ერთად, შესაბამისი ეკიპირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. მერიის თანამშრომლები ასევე ახორციელებენ საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობის მონიტორინგს.

ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები. აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს“, - ნათქვმია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს