შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი - ველოდებით წყლის 24-საათიან ქიმიურ-ლაბორატორიული ანალიზის პასუხს და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ

ველოდებით წყლის 24-საათიან ქიმიურ-ლაბორატორიული ანალიზის პასუხს და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

სიმონ გულედანის ინფორმაციით, კლინიკებს ინტოქსიკაციის ნიშნებით მოქალაქეებმა იმ დასახლებებიდანაც მიმართეს, სადაც სასმელი წყლის მიწოდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ არ ხდება.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან პირველადი ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, პირველადი კვლევის შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა წყლის დაბინძურება. ველოდებით 24-საათიან ქიმიურ-ლაბორატორიული ანალიზის პასუხს, რომელიც გვექნება დაახლოებით 2 საათში და ამ დასკვნის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.

გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებს მიმართეს როგორც კომბინატის დასახლების, ასევე ქალაქის სხვა უბნებისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებელებმაც, სადაც არ ხდება სასმელი წყლის ოპერირება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ. ასე რომ, დაველოდოთ კვლევის შედეგებს“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა