„ნაციონალური მოძრაობა" ფოთში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

ფოთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. ოპოზიციის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელ წევრებად ის ადამიანები აირჩიეს, რომელთა უმრავლესობა საბიუჯეტო ორგანიზაციებშია დასაქმებული.

„ჩვენი კომისიის არც ერთმა წევრმა არ მოაწერა ეთიკის ნორმებს ხელი, რადგან ეთიკის ყველა ნორმა დარღვეულია. არცერთი თავისუფალი წევრი არ ჰყავთ საოლქოში, ყველა არის ა(ა)იპ-ების, სიპების თანამშრომელი, ბაღების პედაგოგები და ა. შ. ესენი არიან დღეს თავმჯდომარეები და მოადგილეები. რას ამზადებს ნეტა ხელისუფლება? ჩვენ მას ვპირდებით, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებს , რადგან ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ. სიები არის უბნებზე გაკრული , მარტო ერთი უბნიდან მოტანილია 100 ისეთი ადამიანის სია, რომელიც არ ცხოვრობს ფოთში , რისთვის უნდათ ეს არ ვიცი, მერამდენეჯერ ვეუბნებით, ადამიანებს, რომლებიც ამ ქალაქში არ ცხოვრობენ, სიებში ნუ შეიყვანთ. ერთი უბნიდან ეს რომ მოიტანეს, წარმოიდგინეთ თერთმეტი უბნიდან რამდენი იქნება. არცერთ დარღვევას ყურადღების მიღმა არ დავტოვებთ. საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩავაყენებთ საქმის კურსში,“- განაცხადა ,“ნაცმოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება არათანაბარ პირობებში უწევს, მათ საარჩევნო პლაკატებს კი დაუდგენელი პირები აზიანებენ.

,,ნაცმოძრაობის“ წევრის ამ განცხადებას ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში უსაფუძვლოს უწოდებენ.

,,როდესაც შემოდის დოკუმენტაცია თავისუფალ წევრებთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციას არ ევალება გაარკვიოს თუ რომელ ორგანიზაციაში მუშაობს ესა თუ ის პირი. რაც შეეხება ამომრჩეველთა ერთიან სიებს , თუკი რომელიმე ამომრჩევლს აქვს რაღაც გარკვეული პრობლემა, ან არ არის სიაში, ან არასწორად არის შეტანილი მისი მონაცემები, მას შეუძლია მიმართოს 13 ოქტომბრამდე საუბნო საარჩევნო კომისიას და შესაბამისად დაწეროს განცხადება. ამ განცხადების ბლანკები აქვს ყველა საუბნო კომისიას, გააკეთოს განაცხადი და საარჩევნო ადმინისტრაცია გასცემს მათ პასუხს,“- განაცხადა ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სალომე როდონაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა