ლაითურის სკოლის 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 7 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის სამი ლაითურის სკოლის მოსწავლეა.

“გვაქვს 7 ახალი შემთხვევა , აქედან სამი მოსწავლეა , ისინი კლასელები არიან და ინფიცირებული ბავშვის კონტაქტს წარმოადგენენ. ვირუსი დაუდგინდა ასევე ერთ-ერთი მოსწავლის დედას. კიდევ ერთი შემთხვევა არის ლაითურში. გვყავს ინფიცირებული სოფელ მერიიდან და სოფელ ჭანიეთიდან, ამათ კონტაქტი ,,აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მაია ქუტიძემ.

ამ დროისთვის გურიის რეგიონში კორონავირისით ინფიცირების 197 შემთხვევაა გამოვლენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა