ნინო ბურჯანაძე ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჯილიან სტირკის და პოლიტიკურ ანალიტიკოს ალი ვერიეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. ბურჯანაძის განცხადებით, სახელისუფლებო პარტიის მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებს, კერძოდ: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ამომრჩევლებზე ზეწოლას და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე სუს-ის მხრიდან დევნას აქვს ადგილი.

ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც მისი თქმით, უამრავი დარღვევებით და გაყალბებით ჩატარდა და მიუხედავად იმისა რომ, „ერთიანი საქართველომ“ 700-მდე საჩივარი შეიტანა, არცერთი მათანი განხილული არ იქნა.

,,შეხვედრის დასასრულს ოდირის სადამკვირებლო მისიამ სურვილი გამოთქვა „ერთიან საქართველოსთან“ თანამშრომლობის შესახებ.

“ შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა, მხარეებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას დამატებით კიდევ შეხვდება. არჩევნების ჩატარების დღეს, 31 ოქტომბერს კი „ერთიანი საქართველოს“ ცხელი ხაზი მთელი დღის მანძილზე მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა