ტარიელ ნაკაიძე - საქართველოში უნდა დამთავრდეს ე.წ. ბელადომანია, გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს გუნდურად და არა ერთი პიროვნების მიერ

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, ქედის მუნიციპალიტეტში, ცხრომორისა და კოკოტაურის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ნაკაიძის თქმით, უნდა დასრულდეს ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა და ის გუნდურმა, კოალიციურმა მთავრობამ უნდა შეცვალოს, რომელიც აუცილებლად მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„საქართველოში უნდა დამთავრდეს ე.წ. ბელადომანია, გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს გუნდურად და არა ერთი პიროვნების მიერ. სამწუხაროდ, დღესდღეობით დამკვიდრებულია ძალიან ცუდი ტენდენცია ერთპიროვნული მმართველობისა.

„ევროპული საქართველოს“ მიზანია დამთავრდეს ერთპარტიულობა და სათავეში მოვიდეს კოალიციური მმართველობა.

ასევე, აუცილებელია მოსახლეობასთან, ამომრჩეველთან მუდმივი ურთიერთობა, როცა მაჟორიტარ დეპუტატებს მხოლოდ არჩევნების წინ ხედავენ.

მე არამარტო ახლა, არამედ არჩევნების შემდეგაც ვიქნები ხალხთან ერთად და ვიქნები თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში“, - მიმართა ამომრჩეველს დეპუტატობის კანდიდატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა