ასლან ბჟანია - მადლობას ვუხდი ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო

სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განაცხადა, რითაც ის სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს გახსნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საელჩოს“ გახსნა აფხაზეთსა და სირიას შორის „ურთიერთობების“ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აფხაზი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო“, - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

შეგახსენებთ, დღეს სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა