ლია ლაზარაძე - სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, 24 ბავშვი რჩება, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“, დღის განმავლობაში, ინტოქსიკაციის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა შემცირდა. ამის შესახებ კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა.

„6 ოქტომბერს, დილის ათი საათიდან თექვსმეტ საათამდე, კლინიკას მომართა სულ ათმა პაციენტმა, გულისრევა- პირღებინება-მუცლის ტკივილის სიმპტომებით. ნაკადი არის მკვეთრად შემცირებული გუშინდელთან და გუშინწინდელთან შედარებით. სტაციონარში დღეს შემოსული პაციენტებიდან არავინ განთავსებულა, ყველას გაეწია გადაუდებელი დახმარება და გაწერილები არიან ბინაზე სტაბილურ მდგომარეობაში. სტაციონარში ამჟამად რჩება 24 ბავშვი, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

შეგახსენებთ, 3 დღის განმავლობაში, ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკას სულ 111-მა პაციენტმა მიმართა, მათი ასაკი 1-დან 16 წლამდეა. არაოფიციალური ვერსიით, ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად მშობლები წყლის დაბინძურებას ასახელებდნენ, თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჯერ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, შემდგომ კი გორში, სხვადასხვა ლოკაციიდან აღებული სასმელი წყლის ნიმუშებზე ჩატარებული ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა