2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის კომიტეტებში დღეიდან განიხილავენ

დღეს, 7 ოქტომბერს პარლამენტის კომიტეტებში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტს განიხილავენ.

ფინანსურ დოკუმენტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს, ასევე გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. დღის ბოლოს კი დაგეგმილია პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მლნ ლარით იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

რაც შეეხება ხარჯებს სამინისტროების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 4 852.0 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 663.0 მლნ ლარით.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით; განათლების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებაზე 199.2 მლნ ლარით მეტია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 415.8 მლნ ლარს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 356.5 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 251.0 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 156.0 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900.0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 790.0 მლნ ლარი.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პირველ შემაჯამებელ სხდომას 16 ოქტომბერს გამართავს. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისათვის დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა