აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებს შეზღუდვების შესახებ განუცხადა, არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების მოხსნის წინაპირობას არ იძლევა.

„ის შეზღუდვები, რაც აჭარის რეგიონში გვაქვს არის მინიმალური, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, მათი აქტივობა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, დაწესდა ეს შედარებით მსუბუქი სახის შეზღუდვა. ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, არ განიხილება, ვინაიდან შემთხვევების რაოდენობა, ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის წინაპირობას არ იძლევა“,-აღნიშნა ნიჟარაძემ.

მისი ინფორმაციით, აჭარაში 23 რეანიმაციული პაციენტია და 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამასთან, როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რჩება დაძაბული, თუმცა სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული.

„ვთვლით, რომ სიტუაცია სტაბილური, კონტროლს დაქვემდებარებულია. მოსახლეობას მივმართავთ, უფრო მეტი ყურადღებისკენ და წესების დაცვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ სიტუაციის სტაბილიზაციას.

ზოგადად სტაბილურად მომატებული დონე გვაქვს. დღეს რომ ოდნავ შემცირებული იყო რაოდენობა, ეს დიდად არაფერს ნიშნავს. მომდევნო პერიოდში შემთხვევების შემცირებას ველოდებით და გამოჯანმრთელებული პაციენტების მატებას. 2200-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს და შემთხვევების 80%-ზე მეტი საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის გახლავთ, რომელთაც სტაციონარიზაცია არ სჭირდებათ.

ხვალინდელი დღე დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, ამიტომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მობილობა. ყველა მიმართულებით უნდა იყოს კონტროლის მექანიზმების მკაცრი ადმინისტრირება, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება“,-აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 სექტემბრიდან აჭარის რეგიონში რესტორნები 22:00 საათამდე მუშაობენ, ამასთან რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად შეჩერდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა