ლევან რატიანი - კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და იმედია, აჭარა მალე გათავისუფლდება კოვიდინფექციისგან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა აჭარაში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.

როგორც მან განაცხადა, აჭარაში ყველა კოვიდ-კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და თავად მედიკოსები კვალიფიციურად ასრულებენ მოვალეობას.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აჭარაში ყველა კლინიკა, სადაც ვიყავით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილია, შეესაბამება დღევანდელ კოვიდ-ცენტრის მართვის კრიტერიუმებს.

კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, მართალია, ვართ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვართ დაავადებულები. ამიტომ, რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო. ვინაიდან, დღემდე არ არსებობს სამკურნალო საშუალება, მხოლოდ და მხოლოდ არსებობს ფიზიკური დისტანცია და პირბადე, კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და აჭარა იმედია, მალე გათავისუფლდება კოვიდინფექციისგან.

რამდენიმე დღეა ვიმყოფები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მართალია კლინიკა ახალგახსნილია, მაგრამ აღჭურვილია ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, როგორც უნდა იყოს თანამედროვე კლინიკა.

რაც შეეხება მედპერსონალს, გყავთ ძალიან კვალიფიციური და კარგი მედპერსონალი და მართვას შესანიშნავად ართმევენ თავს. ისეთი პროტოკოლით ხდება მართვა, რაც სამყაროშია", - განაცხადა რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა