ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 243 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1868-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა 15 პირი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 655 გახდა, გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 15-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა