თავდაცვის სამინისტრო ზოგიერთი ტელევიზიის მიერ სამხედრო მოსამსახურის დაშავების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ზოგიერთი ტელევიზიის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს ეხმაურება.

„ინტერპრესნიუსი“ უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ პარტიული ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ. მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ და ამ საკითხზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გამოძიება. პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სრულიად დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაყრდნობითაა მომზადებული. მომხდარში დადანაშაულებულია თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უგულვებელყოფილია სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება და დაშვებულია არაერთი უზუსტობა. ასევე, გამოძიების დასრულებამდე ასეთი უაპელაციო და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას მოხდეს ჯარის დისკრედიტაცია და შემთხვევა გამოყენებულ იქნას ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, მოცემული ტელევიზიების მხრიდან, ჯარის პოლიტიკურ პროცესთან ხელოვნური დაკავშირებისა და უმნიშვნელოვანესი საჯარო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინების ამაო მცდელობაა”, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს