იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ინტენსიურად მუშაობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე დევნილთა კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდა.

მერობის კანდიდატის თქმით, დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობა ინტენსიურად ხორციელდება და ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილების კეთილდღეობაზე ზრუნვას გააგრძელებს.

„მახარებს, რომ აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეები ქუთაისს საკუთარ მშობლიურ ქალაქად მიიჩნევენ, ეს ასეც არის, რადგან ეს ქალაქი მათთვის უკვე მშობლიურია, თუმცა ჩვენი სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ მიწაწყალს დაუბრუნდნენ, სადაც ყოველი ქვა და კენჭი მათთვის მშობლიურია, იქამდე კი მათთზე ზრუნვას აქ გავაგრძელებთ.

აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელი ბინები, რომლითაც ისინი სახელმწიფომ უზრუნველყო, ძირითადად, დაკანონებული აქვთ. ორ კორპუსში არსებობდა ლიფტების პრობლემა, რომელიც მერიის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ტენდერი დასრულებულია და ორივე კორპუსში ლიფტები ოქტომბრის ბოლომდე რეაბილიტირდება. მერია ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და რიგი კომუნალური პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო