ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორსული შეიყვანეს

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორსული შეიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა „ბომონდის” კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა განუცხადა, პაციენტი 30 წლამდე ასაკისაა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი კლინიკაში შეიყვანა კატასროფის ბრიდაგადამ და შესაბამისი ამბულატორიული კვლევები უტარდება. მისი ჯანმრთელობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9245-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელდა 4887 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსს 58 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს