UNICEF-ი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე - საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ბავშვის ინტერესშია

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„უკვე 10 დღეა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ძალადობის მკვეთრი ესკალაცია ხდება. უკვე ვრცელდება ინფორმაცია ოთხი ბავშვის დაღუპვისა და შვიდის დაშავების შესახებ და თუ საბრძოლო მოქმედებები არ დასრულდება, ეს მაჩვენებლები ტრაგიკულად გაიზრდება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

UNICEF-ში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ნადგურდება სახლები, ზიანდება სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანებისგან, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესშია,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს