დიმიტრი ლორთქიფანიძე მედიას მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ტელეკომპანიებს მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს" დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, მას სურს, რომ სხვა კვალიფიციურ სუბიექტებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ თოქშოუებში, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

ლორთქიფანიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად მოუწოდებს სხვა ტელეკომპანიებსაც, რომ კანონიდან გამომდინარე თოქშოუებში მიიწვიონ იმ კვალიფიციურ სუბიექტებთან ერთად, რომლებსაც ასევე იწვევენ გადაცემებში.

„მე ვარ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანული კანონის თანახმად ჩემი ინიციატორი არის ამომრჩეველთა არანაკლებ ხუთკაციანი ჯგუფი. ამ შემთხვევაში კი, ჩემი ინიციატორია 1 632 ადამიანი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჩემს საკანდიდატო უფლებებს. შესაბამისად, ორგანული კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ის კვალიფიციური სუბიექტები, რომლებიც წარადგენენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მათთან აბსოლუტურად გათანაბრებული ვარ უფლებებში და ვალდებულება აქვთ ტელე-მედიასაშუალებებს, რომლებიც კანდიდატებს თოქშოუებში იწვევენ, მათთან ერთად მეც მომიწვიონ. თუ ისინი ამას არ აკეთებენ, ამ ქმედებით პოლიტიკური ნიშნით ჩემს დისკრიმინაციას ახდენენ. უკლებლივ ყველა მედიასაშუალებას ვადანაშულებ, პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ჩემი თანხებითაც ფინანსდება. ის ვალდებულია, რომ საზოგადოების მიერ წარდგენილი კანდიდატი ფართო საზოგადოებას გააცნოს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში