ტარიელ ნაკაიძე სოფელ ვერნებში მცხოვრებლებს - მნიშვნელოვანია ჩატარდეს სათანადო კვლევა, არის თუ არა აქ ცხოვრება საფრთხის შემცვლელი

”ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში ტარიელ ნაკაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, ამ სოფელში საკმაოდ დიდი ეროზიული რელიეფია, რამაც შემდგომში შესაძლოა მეწყრული პროცესები გამოიწვიოს. ნაკაიძე ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, რომ ჩატარდეს სათანადო კვლევები, რათა მოხდეს პრევენცია და მოსახლეობა იყოს დაცული საფრთხისაგან.

ნაკაიძემ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ეკომიგრანტებისათვის საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, ხოლო ამ საკითხისადმი ხელისუფლების უგულებელყოფას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„ვერნებში ცხოვრობს 65 კომლი, ჩვენი აქ ამოსვლის მთავარი მიზეზი და მიზანი იყო ის, რომ აღნიშნულ სოფელს აქვს ძალიან მძიმე პრობლემა, ძალიან მძიმე ეროზიული პროცესები ვითარდება ამ სოფელში და მოსახლეობა არის საფრთხის ქვეშ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე რაიმე შედეგი დადგება და მას შემდეგ დავიწყებთ აქტიურობას, მანამდე მოხდეს ამ სოფელში შესაბამისი კვლევების ჩატარება. როდესაც ვესაუბრებით ადგილობრივებს, ისინი გვეუბნებიან, რომ დღემდე არ აქვთ რაიმე სახის დასკვნა საფრთხის შემცველი არის თუ არა აქ ცხოვრება. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ძალიან სერიოზული საფრთხე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეკომიგრანტების თემა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეკომიგრანტებთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესება და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც დაიწყოს მნიშვნელოვანი სამუშაოები.

სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა იქნება ჩემი მთავარი მიზანი პარლამენტში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ამ სოფლის პრობლემა, ეს მთლიანდ მთიან აჭარას აწუხებს, რადგან აქედან სხვადასხვა კუთხეში გადასახლებულ ადამიანებს ეს სტსტუსიც არ აქვთ ჯერ, შესაბამისად, არსებული შეღავათებითაც კი ვერ სარგებლობენ”, - აცხადებს ნაკაიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს