ანატოლი ბიბილოვი ვლადიმერ პუტინს - მადლობას გიხდით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელს კავკასიაში

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმეტ პუტინს დაბადების 68 წელს ულოცავს და „მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“ მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

„მსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ეფექტური და გადამწყვეტი ქმედებებისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელ კავკასიაში და ასევე ჩვენი რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ურთულეს პერიოდში,” - აღნიშნულია ბიბილოვის მისალოც შეტყობინებაში, რომელიც მან პუტინს გაუგზავნა.

ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს „ჯანმრთელობას, ყველა გეგმის განხორციელებას და „დიდი რუსეთის“ სასიკეთოდ ახალ მიღწევებს“ უსურვებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს