რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" შემომწირველები „პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნის ხარჯზე, დიდ შემოსავალს იღებენ“

ეს ბიზნესი ფულს შოულობს „ქართული ოცნების“ დახმარებით და ჩვენი ბიუჯეტიდან წოვენ ამ ფულს, როგორც წურბელები, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" შემოწირულობებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" შემომწირველები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ და საქმე გვაქვს კორუფციულ სქემასთან.

„იქ, სადაც უნდა დახარჯონ ერთი მილიონი, ხარჯავენ ნახევარ მილიონს და დანარჩენი სახლში მიაქვთ. 30- ჯერ მეტს ხარჯავს „ქართული ოცნება" „შავ ფულს“, ვიდრე ისინი მას ლეგალურად აჩვენებენ. ლეგალური ჩვენება იძულებითია, რადგან „შავი ფულით“ ვერ დააფინანსებ რეკლამას, მაგრამ დააფინანსებ ათიაათასობით კოორდინატორს.

როცა ბიზნესი აფინანსებს, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ისინი ბიუჯეტიდან იღებენ ფულს ტენდერებიდან. გარდა ამისა, ისინი იქნებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არ ამოწმებს მათ საგადასახადო სამსახური, იზღუდება კონკურენციაც და იმ სფეროში ცხვირს ვერ შემოყოფს უცხოელი ინვესტორი, ამიტომ ისინი მოქმედებენ მარტო. ასე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნის ხარჯზე იღებენ დიდ შემოსავალს და იქ, სადაც არ არის კონკურენცია, არის კორუფცია, რაც საბოლოო ჯამში ადამიანების ჯიბეზე აისახება,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, "ქართულ ოცნებას“ სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან 118-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან - 60 ათას ლარამდე გაიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა