გორის კლინიკა „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ 23 პაციენტი შეიყვანეს

გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით ბოლო 24 საათში, კიდევ 23 პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ განაცხადა.

„გასული 24 საათის განმავლობაში, „იავნანას“ მიმართა სულ 23-მა პაციენტმა, აქედან 15 პაციენტი იყო გასტროინტესტინალური დარღვევებით. მათგან ერთი პაციენტი მკურნალობას გადის კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში, 14-ს აღმოვუჩინეთ დახმარება და ისინი გაეწერენენ ბინაზე.

მთლიანობაში, ამ დიაგნოზით, სტაციონარში რჩება 25 პაციენტი, თუმცა, დღის განმავლობაში, მათი დიდი ნაწილი გაეწერება. პაციენტების მდგომარეობა, ზოგადად, არის დამაკმაყოფილებელი და სტაბილური“, - განაცხადა „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.

ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში მოხვედრილ მოზარდებს, სხვა კვლევებთან ერთად, ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზეც და ყველა ტესტი უარყოფითია.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს