გიორგი გახარია - საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი

საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ დატოვა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა „ქართული ოცნება".

„საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი. მიზეზი, საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?!", განაცხადა გიორგი გახარიამ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, რაც სააგენტოს თავად გოგაშვილმაც დაუდასტურა.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გაკეთებ“, - აცხადებს გოგაშვილი.

სად გააგრძელებს საქმიანობას სოსო გოგაშვილი და უკავშირდება თუ არა მისი გეგმები პოლიტიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მომავალში ისაუბრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა