მალხაზ მაჩალიკაშვილი - გოგაშვილი ადრევე იყო ჩემი შვილის საქმეში ბურუსით მოცული დანაშაულის შემდეგ სუსი-დან გაგდებული, დღეს უკვე პარტიიდან მოისროლეს

სოსო გოგაშვილი ადრევე იყო ჩემი შვილის საქმეში ძალიან ბურუსით მოცული დანაშაულის შემდეგ სუსი-დან ძაღლივით გაგდებული, მაგრამ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გასაიდუმლოებული იყო. დღეს უკვე პარტიიდან მოისროლეს, - ასე ეხმაურება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ „ქართულ ოცნების“ დატოვებას.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა მისი შვილის წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტის გადასამალად“.

,,დანაშაული, რომელსაც საუკუნეები ვერ დაივიწყებს, დანაშაული, რომელიც არავის შერჩება, დანაშაული, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიდინა გოგაშვილისა და ირაკლი ჩიმაკაძის თავკაცობით, რომელმაც ნახევარი მსოფლიო აალაპარაკა მისი სისასტიკის გამო. ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა ამ ჩადენილი ტერაქტის დასამალად და გამოიყენა ყველა მათ ხელთ არსებული ბინძური ბერკეტები. სოსო გოგაშვილი ადრევე იყო ამ ძალიან ბურუსით მოცული დანაშაულის მერე სუს-დან ძაღლივით გაგდებული, მაგრამ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გასაიდუმლოებული იყო. დღეს უკვე პარტიიდან მოისროლეს. სამწუხაროდ, ირაკლი ჩიმაკაძე ისევ რჩება და რამდენიმე კიდე მასთან ერთად გასამართლდება. სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმატებები უსურვა, ვნახოთ რა ფერის იქნება ეს შენი წარმატებები“, - წერს მალხან მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა