პრემიერი - სამწუხაროდ, მე დრო არ მაქვს ფიზიკურად, თუმცა დებატები შედგება, ეს არის პარტიული დებატები და პარტიის გადასაწყვეტი

პარტიული დებატები იქნება, მე არავისგან არასდროს გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას, მითუმეტეს ამ ბატონებისგან, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დათანხმდება თუ არა გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას.

გახარიას განცხადებით, პოლიტიკური დებატები საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„საერთოდ, პოლიტიკური დებატები, მათ შორის პარტიული დებატები საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული. აქ საუბარია პარტიულ დებატებზე, ხშირ შემთხვევაში ამისთვის, სამწუხაროდ, მე დრო არ მაქვს ფიზიკურად, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება. ეს არის პარტიის გადასაწყვეტი. პარტიული დებატები იქნება, მე არავისგან არასდროს გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას, მითუმეტეს ამ ბატონებისგან“, - განაცხადა გახარიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა